ირაკლი მაისურაძე: აპოელ-ი და "აპოლონი"? მეც გავიგე...

AutoSharing Option
როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, კვიპროსული "ანორთოსისის" 27 წლის ნახევარმცველის, ირაკლი მაისურაძის გადაბირებით ორი კვიპროსული კლუბი, აპოელ-ი და "აპოლონია" დაინტერესებული.

ორივე ამბიციური გუნდია, განსაკუთრებით,  აპოელ-ი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა და რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

მაისურაძეს კვიპროსში შევეხმიანეთ და კომენტარი ვთხოვეთ:

"აპოელ-ი და "აპოლონი"? სიმართლე გითხრათ, ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. აგენტი არკვევს ყველაფერს და ზუსტად ვერ ვიტყვი ჯერ, რა და როგორ იქნება.

კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ვნახოთ, გავაგრძელებთ თუ არა კონტრაქტს", - გვითხრა მაისურაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული