დმიტრი ალენიჩევი: ჯანო ანანიძეს გაცილებით მეტი შეუძლია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ალენიჩევმა გუნდის ღია ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კითხვა მოსკოველთა ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც დაუსვეს.

- "ლოკომოტივთან" მატჩში ჯანო ანანიძე თითქმის საფინალო სასტვენამდე ათამაშეთ. არადა ცნობილია, რომ ამ ფეხბურთელს შეხვედრის სრულად ჩატარება ხშირად უჭირს. ეს განგებ გააკეთეთ იმისთვის, რომ ფეხბურთელი სერიოზულ დატვირთვებს მიეჩვიოს?
- დიახ. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ იქამდე ითამაშებდა, სანამ კუნთებში ტკივილს არ იგრძნობდა. როგორც კი კუნთების სპაზმი დაეწყო, უმალ შევცვალე.

ძალიან კარგია, რომ ასე დიდხანს ითამაშა. ჯანო ჯერ კიდევ არაა 100 პროცენტით მზად.
მან ზამთრის პერიოდში მზადების ნაწილი გამოტოვა და ფორმაში ახლაღა შედის.

ვფიქრობ, რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ამ დროისთვის აჩვენებს და დარჩენილ მატჩებში გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს", - თქვა მწვრთნელმა.

მომავალ, 27-ე ტურის მატჩს მოსკოვის "სპარტაკი" 8 მაისს, საკუთარ მოედანზე, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა, ეს რომ გაქაჩულია და ამას რომ მიღწეული აქვს თავის საქმეში იმდენი მიეღწიოს საქართველოს მოსახლეობის 10%-ს მაინც, თავის საქმეში - ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში
qazwsx
22:25 06-05-2016
0
ამის გაქაჩვას დიდი ხანია ველოდებით :)
ioseb
20:53 06-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული