შოთა არველაძე მსოფლიოსა და თურქეთის ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც თურქული sporcope.com-ი იტყობინება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი და საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე სამშაბათს, 10 მაისს, საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდება.

საქმე იმაშია, რომ 10 მაისს თურქეთში საქველმოქმედო მატჩია დაგეგმილი, რომელშიც თურქეთის ვარსკვლავები მსოფლიოს ვარსკვლავებს დაუპირისპირდებიან.

ქართველი ფორვარდი მსოფლიოს ვარსკვლავებშია და მასთან ერთად გუნდში ისეთი ფეხბურთელები ითამაშებენ, როგორებიც ედგარ დევიდსი, პატრიკ კლუივერტი, ლიტმანენი, ჯეი-ჯეი ოკოჩა, რონალდ დე ბური და რობერტო კარლოსი არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული