ამ უქმეების ჩემპიონი საგოლე პასებში ლუკას ჰუფნაგელია, ვისაც 5 წუთი ეყო ორი საგოლე გადაცემისთვის.
უქმეებზე ოთხი ქართული გოლი გავიდა (გერმანია, კვიპროსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი), რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგი ჭანტურიას გასროლა იყო საჯარიმო დარტყმიდან...
იტალია. სერია A. კარგი იქნებოდა, 20 წლის რომან ჭანტურიას დებიუტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, "ჯუზეპე მეაცაზე" რომ შემდგარიყო, მაგრამ "ემპოლის" თავკაცმა ის "ინტერთან"
ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (ბოლო წუთზე შეცვალეს) "ტუტოკუოიომ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "სპალი".
ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგიას (სათადარიგო) "ბრენტფორდმა" სტუმრად 5:1 გაანადგურა "ჰადერსფილდი" და ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა. ჩვენებურისთვის პირველი სეზონი "ნისლიან ალბიონზე" წარუმატებელი გამოდგა - 13 თამაშში მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთი. ლიგა 1. ლიგა 1-ში წარმომადგენელს ვკარგავთ - ჯაბა კანკავას "რეიმსი" გასავარდნ ზონაშია და ძალიან ცუდ ფორმაშია. "რეიმსი" "ველოდრომზე" "მარსელთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი 75-ე წუთზე გამოცვალეს.
ესპანეთი. სეგუნდა. თუ საფრანგეთში ელიტაში ფეხბურთელს ვკარგავთ, დიდი შანსია, ესპანეთში მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში გვყავდეს წარმომადგენელი - გიორგი აბურჯანიას (90 წთ. გააფრთხილეს) "ხიმნასტიკმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ალმერია" და 60 ქულით მესამე ადგილზეა.
ჰოლანდია. ერედივიზიე. წარუმატებლად დასრულდა "ვიტესისთვის" ეს პირველობა - გუნდი მე-9 ადგილზე გავიდა და ევროსაგზურის გარეშე დარჩა. სასტარტოში ორივე ქართველი იყო "ტვენტესთან" 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 87-ე წუთზე გამოცვალეს.
გერმანია. II ბუნდესლიგა. 85-ე წუთიდან ჩაერთო "ფრაიბურგისა" და "ჰაიდენჰაიმის" დაპირისპირებაში ლუკას ჰუფნაგელი. მას ხუთი წუთი ეყო ორი საგოლე პასის გასაკეთებლად. "ფრაიბურგმა" კი 2:0 მოიგო.
"დუისბურგს" გადარჩენის შანსი გიორგი ჭანტურიამ შეუნარჩუნა, რომელმაც 83-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა "ზანდჰაუზენთან" საგარეო მატჩში - 2:2.
ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა. "შპორტალმა" მატჩში საუკეთესო შეფასება სწორედ ჩვენებურს დაუწერა - 2 ბალი.
III ლიგა. "ვერდერის" დუბლშემადგენლობამ 1:0 მოუგო "კიკერსს". გიორგი პაპუნაშვილი სასტარტოში იყო. ის გააფრთხილეს და 59-ე წუთზე შეცვალეს.
თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირი" სტუმრად უშუალო კონკურენტ "გაზიანთეფს" 1:1 დაუზავდა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს.
ნიკა ძალამიძის (არ უთამაშია) "რიზე" "ტრაბზონმა" 6:0 გაანადგურა.
პორტუგალია. სეგუნდა. პორტუგალიაში არ შედგა ქართული დუელი - გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს" 3:2 აჯობა. მაკარიძემ ითამაშა, ებრალიძე კი სათადარიგო იყო.
რუსეთი. პრემიერლიგა. "კრილია სოვეტოვისა" და "უფას" მატჩში აქეთ-იქით კარში ქართველი მეკარე იდგა - მასპინძელთა ღირსებას გიორგი ლორია იცავდა, სტუმართა კარს - გიორგი შელია. მოიგო იმ მეკარის გუნდმა, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს - 1:0. ლორიას "ჩემპიონატმა" 7 ბალი დაუწერა, შელიას - 6. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი დიდებულ ფორმაშია - ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
ჯანო ანანიძემ საგოლე პასი მიითვალა მოსკოვურ დერბიში - ჯანოს "სპარტაკმა" 3:0 გაანადგურა "დინამო". ჩვენებური სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.
ნიკა კაჭარავას (სათადარიგო) "როსტოვმა" 2:1 დაამარცხა "ლოკომოტივი".
თედო გრიგალაშვილის (განაცხადში არ იყო) "ტერეკი" სტუმრად 0:1 დამარცხდა ცსკა-სთან.
ქართველთა "მორდოვიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "ყუბანს" და გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს. ნუკრი რევიშვილმა "ჩემპიონატისგან" 6 ბალი მიიღო. 89-ზე წუთზე სტუმართა რიგებში მამუკა კობახიძე გამოჩნდა და ასე შედგა 23 წლის მცველის დებიუტი "მორდოვიაში".
საბა კვირკველიას (90 წთ) "რუბინი" შინ "კრასნოდარს" დაუზავდა - 1:1. ქართველმა მცველმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7,5 ბალი.
I დივიზიონი. ქართველთა "სკა ენერგიამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ვოლგარი". გიორგი ნავალოვსკი განაცხადში არ იყო, ხოლო გიორგი ილურიძე სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.
ზურაბ არზიანის (78-ე წუთზე შეცვალეს) "არმავირმა" 2:1 დაამარცხა "ტიუმენი".
უკრაინა. პრემიერლიგა. "ზორიამ" შინ უშუალო კონკურენტ "ვორსკლასთან" 1:2 დათმო. "ზორიას" განაცხადში არ ყოფილა ჯაბა ლიპარტია.
ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ" "ჰოვერლა" დაამარცხა - 2:0.
სანდრო კობახიძის "დნიპრომ" სტუმრად დაამარცხა "ვოლინი" - 3:2. სანდრო სათადარიგო იყო. რაც "დნიპრომ" ის იჯარიდან დაიბრუნა, ქართველ ნახევარმცველს არც ერთხელ არ უთამაშია.
ქართველთა "ჩერნომორეცმა" შინ 0:1 წააგო "მეტალისტთან". დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გადრანი ტრავმირებულია.
ბუბა დაუშვილის (90 წთ. გააფრთხილეს) "კარპატი" შინ 1:2 დამარცხდა გიორგი არაბიძის (დუბლებშია) "შახტართან".
პოლონეთი. "შლიონსკმა" 2:1 იმარჯვა "ტერმალიცასთან". ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა, თუმცა ავტოგოლი მიითვალა.
ლაშა დვალიშვილის (90 წთ) "პოგონი" შინ "ზაგლებიესთან" 1:3 დამარცხდა.
I დივიზიონი. დავით მაკარაძის (სათადარიგო) "სუვალკი" სტუმრად 0:3 განადგურდა "გლოგოვთან".
დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძე "ორჰუსის" შემადგენლობაში ვერ ხვდება. არ იყო ის არც "მიდტიულანდთან" თამაშში.
I ლიგა. ელიტაში გადმოსვლისთვის წარმატებით იბრძვის დავით სხირტლაძის (76-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგი", რომელმაც 1:0 დაამარცხა "კიოგე".
ჩეხეთი. ლევან ყენიას (71-ე წუთზე შევიდა) "სლავიამ" შინ "სლოვაჩკო" გაანადგურა - 5:1.
ზურაბ ცისკარიძის (სათადარიგო) "ტეპლიცე" სტუმრად "იაბლონეცთან" დამარცხდა - 0:1.
სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "მიხალოვცე" სტუმრად "ტრნავასთან" 0:3 დამარცხდა.
ნორვეგია. გიორგი გოროზიას "სტაბეკი" სტუმრად "როსენბორგთან" 1:3 დამარცხდა. გოროზია 82-ე წუთზე გამოჩნდა და "სტაბეკმა" პრესტიჟის გოლი მისი საგოლე პასის წყალობით გაიტანა.
კვიპროსი. ქართველთა "ახნასმა" 2:1 აჯობა "არისს". გამარჯვების გოლი შეხვედრის 62-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა, ვინც მე-80 წუთზე შეცვალეს. შოთა გრიგალაშვილი 92-ე წუთზე რევაზ ბარაბაძემ შეცვალა. დამარცხდა ლევან მაღრაძის (არ უთამაშია) "პაფოსი", რომელსაც აელ-მა მოუგო - 1:0.
ფინეთი. გიორგი ოსიტაშვილის (77-ე წუთზე შევიდა) კტპ შინ "ეკენასთან" დამარცხდა - 1:2.
ბელორუსი. ქართველთა "სლავია" სტუმრად "ბრესტს" დაუზავდა - 0:0. პაპუნა მოსემღვდლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), იაკობ აბხაზავა კი სათადარიგო იყო.
ვაკო გვილიას (90 წთ) "მინსკი" შინ "ისლოხთან" დამარცხდა - 0:1.
ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (64-ე წუთზე შეცვალეს) "ფლორამ" "პაიდეს" 2:0 მოუგო.
მოლდოვა. გურამ მაღალდაძის "საქსანმა" სეზონში პირველად მოიგო, "სპერანცა" 2:0 დაამარცხა, ხოლო გურამმა 71-ე წუთზე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერმა" სტუმრად "რავანთან" გაილაღა - 4:0. გიორგი ლომაიამ, ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ზურაბ ხიზანიშვილი და ლაშა სალუქვაძე განაცხადში არ ყოფილან.
კიდევ ერთი "ქართული" გუნდი აზალ-ი სტუმრად "ნეფთჩისთან" 1:3 დამარცხდა. ის ერთადერთი გოლი ნუგზარ კვირტიას ანგარიშზეა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. სანდრო გურული კი 75-ე წუთზე შეცვალეს. 31 წლის კვირტიას ზედიზედ მეორე ტურია, გააქვს.
სომხეთი. გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) "განძასარმა" შინ 3:1 დაამარცხა "მიკა".
უზბეკეთი. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივმა" სტუმრად "ობოდს" მოუგო - 2:0.
გიორგი კვესიეშვილის (90 წთ) "ყიზილყუმი" კი ასეთივე ანგარიშით სტუმრად "ნასაფთან" დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"