გურამ კაშია: "ვიტესის" ყოველ ფეხბურთელს ცალ-ცალკე დაველაპარაკები

AutoSharing Option
არნემის "ვიტესმა" სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა - გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ევროთასებს მიღმა დარჩა და ახალ მწვრთნელს ეძებს.

ამის მიუხედავად, გუნდის ქართველი კაპიტანი ცდილობს, პოზიტიური კუთხით შეხედოს მოვლენებს და ოპტიმისტად რჩება:

"რა იყო ამ სეზონის ყველაზე დიდი შეცდომა? პირველ რიგში, ცვლილებები ზამთარში. ახლა ძნელია სეზონზე ლაპარაკი, თანაც, ის უკვე დასრულდა და ვითარებას ვერაფერი შეცვლის", - განუცხადა კაპიტანმა Voetbal International-ს, ზამთრის ცვლილებაში კი, პირველ რიგში, გუნდიდან მწვრთნელის, პეტერ ბოშის წასვლა იგულისხმა.

"ამ ზაფხულს ვაპირებ, "ვიტესის" თითოეულ მოთამაშეს ცალ-ცალკე დაველაპარაკო, რომ
რაც შეიძლება მეტი რამ შევცვალო. ფსიქოლოგიური კუთხით, ვითარება გუნდში შესაცვლელია. შესაძლოა, ათჯერ სცადო და გოლი ვერ გაიტანო, მაგრამ მენტალიტეტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბოლო ტურამდე გუნდში ყველა ბევრს მუშაობდა, მაგრამ პლეი ოფში ვერ გავედით. კლუბში დიდი იმედგაცრუებაა. ამასვე ვგრძნობ მე, როგორც სპორტსმენი", - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კაშიამ ამ სეზონში 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა (4 საგოლე პასი), რაც მისი ჰოლანდიური კარიერის საუკეთესო შედეგია.

23 წლის ვაკო ყაზაიშვილმა 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა (2 საგოლე პასი) და მას ერთი გოლი დააკლდა შარშანდელი შედეგის გასამეორებლად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული