ზედიზედ მეორედ - გოგიტა გოგუა "ირტიშის" თვის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გოგიტა გოგუას არ უთამაშია - "ირტიშმა" მის გარეშე დაამარცხა "ტარაზი" - 2:1. ჩვენებური განაცხადში კი იყო, მაგრამ თამაში არ შეეძლო.

როგორც გუნდის თავკაცმა განაცხადა, გოგიტამ მატჩის წინა მოთელვაზე მიიღო ტრავმა, რომლის სირთულის ხარისხიც ჯერ კიდევ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 9 ტურში მან 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ამასობაში გოგუა ზედიზედ მეორე თვეში დაასახელეს "ირტიშის" საუკეთესო ფეხბურთელად. მან ეს ჯილდო მარტში კარგი თამაშისთვისაც მიიღო და ახლა აპრილში გამორჩეული თამაშისთვის დააჯილდოეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული