ვაკოს "ვიტესთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, მაგრამ თავად ფეხბურთელი გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს.
"კარიერის რაღაც მომენტში შორს უნდა გაიხედო. შესაძლოა, ეს ახლაც გავაკეთო. 23 წლის ვარ და მსურს, ჩემი კარიერისგან მაქსიმუმი მივიღო.
ვაპირებ თუ არა ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლას? არაა გამორიცხული", - განუცხადა ფეხბურთელმა Voetbal International-ს.