მაქსიმუმი მსურს! - ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესიდან" მიდის?

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ფორვარდმა ვაკო ყაზაიშვილმა, შესაძლოა, შემდეგი სეზონი ახალ კლუბში დაიწყოს.

ვაკოს "ვიტესთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, მაგრამ თავად ფეხბურთელი გუნდის შეცვლას არ გამორიცხავს.

"კარიერის რაღაც მომენტში შორს უნდა გაიხედო. შესაძლოა, ეს ახლაც გავაკეთო. 23 წლის ვარ და მსურს, ჩემი კარიერისგან მაქსიმუმი მივიღო.

ვაპირებ თუ არა ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლას? არაა გამორიცხული", - განუცხადა ფეხბურთელმა Voetbal International-ს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიტესი ცუდი გუნდი არაა მაგრამ, უფრო ძლიერ გუნდში თუ გადავა კარგი იქნება მაისთვის.
bebeto
21:37 12-05-2016
0
აქვს ამ ბიჭს პოტენციალი უკეთეს გუნდში თამაშის და გადავიდეს, მეტი გამოცდილეა და ზრდა არავის აწყენს, მათ შორის არც ვაკოს და შესაბამისად საქარველოს ეროვნულ ნაკრებს !
dave
23:10 12-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული