ბელორუსის ჩემპიონატში მოზირის "სლავიამ" შინ ანგარიშით 6:2 დაამარცხა "მინსკი". მასპინძელთა რიგებში დუბლი პაპუნა მოსემღვდლიშვილმა შეასრულა, რომელმაც მატჩის პირველი და ბოლო გოლები გაიტანა (მე-5 და 91-ე წუთებზე).
სტუმართა რიგებში კი 24-ე წუთზე გოლით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ გამოიჩინა თავი, რომელმაც 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
* * *
რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "სპარტაკმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "ურალს". გამარჯვებულთა რიგებში 77 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ.სტუმრად მოსკოვის "დინამოსთან" ანგარიშით 3:1 მოიგო ნიკა
* * *
ნორვეგიის ტიპელიგაში (უმაღლესი) "სტაბეკმა" შინ 1:0 მოუგო "ვიკინგს", თუმცა - გიორგი გოროზიას გარეშე. ქართველმა ნახევარმცველმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"