ლეგიონი გუშინ: ჯანოს მოგება და ქართული გოლები ბელორუსში [VIDEO]

AutoSharing Option
12 მაისს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

ბელორუსის ჩემპიონატში მოზირის "სლავიამ" შინ ანგარიშით 6:2 დაამარცხა "მინსკი". მასპინძელთა რიგებში დუბლი პაპუნა მოსემღვდლიშვილმა შეასრულა, რომელმაც მატჩის პირველი და ბოლო გოლები გაიტანა (მე-5 და 91-ე წუთებზე).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმართა რიგებში კი 24-ე წუთზე გოლით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ გამოიჩინა თავი, რომელმაც 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "სპარტაკმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "ურალს". გამარჯვებულთა რიგებში 77 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ.

სტუმრად მოსკოვის "დინამოსთან" ანგარიშით 3:1 მოიგო ნიკა
კაჭარავას
გუნდმა "როსტოვმა". ქართველი ფორვარი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.

* * *
ნორვეგიის ტიპელიგაში (უმაღლესი) "სტაბეკმა" შინ 1:0 მოუგო "ვიკინგს", თუმცა - გიორგი გოროზიას გარეშე. ქართველმა ნახევარმცველმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
666 დიდ იმედებს რომ ამყარებდნენ კაჭარავაზე 2 და 3-იანი სხვაობით რომ იგებ თამაშს ბოლო ხუთ წუთს მაინც შეუშვებენ მოედანზე მაგრამ........
0
ჯანოს უფრო მეტად ენდობიან და კაია. მასე გააგრძელე ჯანო! ჩვენი "მოდრიჩი" ხარ და დაუმტკიცე მინდორზე ყველას პასებით და შეტევის წამოწყებებით, ამას ელიან შენგან საქართველოშიც და რუსეთშიც, იმედია ოდესღაც "მაესტროს" მეტსახელს დაირქმევ. ფეხბურთში მთავარი გოლები არაა და იყავი ლიდერი შენს პოზიციაზე.
ტყეშელაანთ გიჟი
13:08 13-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული