როგორც ჰოლანდიური telegraaf.nl-ი იტყობინება, არნემის "ვიტესმა" გუნდის ქართველ ფორვარდ ვაკო ყაზაიშვილს შემცვლელი უკვე უპოვა.
შეგახსენებთ, რომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ყაზაიშვილმა ამა წლის ზაფხულში "ვიტესის" დატოვება არ გამორიცხა.
მაქსიმუმი მსურს! - ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესიდან" მიდის?
წყაროს ინფორმაციით, ვაკოს "ვიტესში" "ნაიმეგენის" ფორვარდი ნავარონე ფური შეცვლის, რომელიც თავის კლუბში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის არნემელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და თუ ჰოლანდიურ მედიას დავუჯერებთ, სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფეხბურთელი არნემელებთან კონტრაქტს 2020 წლამდე გააფორმებს.
რაც შეეხება ქართველ ფორვარდს, მისი მომავალი ჯერაც უცნობია.
15:24 13-05-2016
არნემის "ვიტესმა" ვაკო ყაზაიშვილის შემცვლელი უკვე იპოვა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
არის შემთხვევები, როდესაც რამდენიც არ უნდა იშრომო გარკვეულ დონეზე მაღლა ვერ ახვალ თუ ბუნებამაც არ გიშველათ...
იმას არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ რომ ვაკო უნიჭოა, უბრალოდ ამ ცხოვრებაში და შესაბამისად ფეხბურთშიც ყველაფერი შედარებითია, არიან ნიჭიერები, მეტად ნიჭიერები, ძალიან ნიჭიერები და ვუნდერ კინდები. ვაკო ნიჭიერია.