ჯაბა კანკავას "რეიმსი" მძიმე სიტუაციაში იმყოფებოდა: ჩემპიონატში დასარჩენად "რეიმს" მეორეადგილოსანი "ლიონი" უნდა დაემარცხებინა, "ტულუზას" კი გასვლაზე "ანჟერთან" უნდა წაეგო.
"რეიმსმა" "ლიონი" 4:1 გაანადგურა, მაგრამ მაინც არ გაუმართლა... 78-ე წუთამდე "ტულუზა" თავის შეხვედრას აგებდა, ორწუთიან მონაკვეთში კი ორი გოლი გაიტანა და "ანჟერს" ანგარიშით 3:2 მოუგო, რითაც ლიგა 1-ში დარჩენა გაინაღდა.
ამრიგად, კანკავას გუნდი 39 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და ლიგა 1-ს გამოეთიშა.