ლეგიონი: ჯაბა კანკავას "რეიმსი" ლიგა 1-დან გავარდა

AutoSharing Option
დღეს, 14 მაისს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ჯაბა კანკავას "რეიმსი" მძიმე სიტუაციაში იმყოფებოდა: ჩემპიონატში დასარჩენად "რეიმს" მეორეადგილოსანი "ლიონი" უნდა დაემარცხებინა, "ტულუზას" კი გასვლაზე "ანჟერთან" უნდა წაეგო.

"რეიმსმა" "ლიონი" 4:1 გაანადგურა, მაგრამ მაინც არ გაუმართლა... 78-ე წუთამდე "ტულუზა" თავის შეხვედრას აგებდა, ორწუთიან მონაკვეთში კი ორი გოლი გაიტანა და "ანჟერს" ანგარიშით 3:2 მოუგო, რითაც ლიგა 1-ში დარჩენა გაინაღდა.

ამრიგად, კანკავას გუნდი 39 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და ლიგა 1-ს გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაი კაცი ხარ ჯაბა
0
ასეა როცა უეფას თასისი ფინალისტი გუნდიდან,გაგიჩარხავენ გადასვლას საფრანგეთის მესამე ხარისხოვან გუნდში!...
შევარდენი 1906
12:39 15-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული