ნუკრი რევიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
როგორც რუსული "სპორტ ექსპრესი" იტყობინება, "მორდოვიას" ქართველი მეკარის ნუკრი რევიშვილის რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მიღებული ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის კლუბს შემდეგ მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 28-ე ტურში რევიშვილის "მორდოვია" "ზენიტთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა, თავად რევიშვილმა კი ალექსანდრ კოკორინთან შეტაკებისას დაზიანება მიიღო და მატჩის 63-ე წუთზე მოედანი ნაადრევად დატოვა.

29-ე ტურის მატჩს მორდოვია" დღეს "ანჟის" წინააღმდეგ გამართავს. სატურნირო ცხრილში რევიშვილის გუნდი მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული