ლეგიონი: გიორგი ჭანტურიამ "დუისბურგი" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნისგან იხსნა

AutoSharing Option
დღეს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩში გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" უკვე პირველი ბუნდესლიგის საგზურის განაღდებულ "ლაიპციგს" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

ჭანტურია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელმაც თავი მატჩის 75-ე წუთზე გამოიჩინა, 3 წუთში კი მწვრთნელმა ის მოედნიდან გაიყვანა.

ამ გამარჯვებით "დუისბურგს" 32 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ მეორე ბუნდესლიგიდან ორი ბოლოადგილოსანი (მე-17 და მე-18) გუნდი ავტომატურად ვარდება, ბოლოდან მესამე პოზიციაზე მყოფი კი ადგილის შესანარჩუნებლად
გადათამაშებაში ხვდება.

სავარაუდოდ, ჭანტურიასთვის ეს მატჩი "დუისბურგის" შემადგენლობაში ბოლო იყო. ის კარიერას "ნიურნბერგში" გააგრძელებს, რომელმაც მოიგო თავისი შეხვედრა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს გადათამაშებაში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოლო თამაში როგორ იყო, გადათამაშებაში არ ითამაშებს?
giorgipirweli
20:22 15-05-2016
0
1.ჯერ არ უხსნია გავარდნისგან, ორი თამაში აქვთ ვურცბურგთან - გადათამაშება!
2.ნიურბერგი შეიძლება ვერ გადავიდეს ბუნდესლიგაში,რადგან მათაც ორი თამაში აქვთ ფრანკფურტთან-გადათამაშება!
3.ნიურბერგში 4 წლიან კონტრაქტს,ჯობდა დარჩენილიყო დუისბურგში-მანდ ეგ ლიდერი გახდა გუნდის!
4.ვიღაცა საგანგებოდ აფერხებს ქართული ფეხბურთის და ფეხბურთელების განვითარებას-ჯანო 5 წლით სპარტაკში გაუშვეს თავის დროზე, კანკავა მეათე ხარისხოვან გუნდში, ეს კიდე..თხა გავყიდე,თხა ვიყიდეა მოკლედ!
შევარდენი 1906
20:51 15-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული