შოთა არველაძე: არის ორი გუნდი, სადაც ახლავე შემიძლია წავიდე...

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, შოთა არველაძე მომავალ სეზონში თურქული სუპერლიგის ბინადარ "ანტალიასფორს" ჩაიბარებს. ცხადია, ცნობა გადამოწმებას საჭიროებდა და თბილისში მყოფ "ტრაბზონსფორის" ყოფილ მწვრთნელს დავუკავშირდით.

"ანტალიასფორი"? დამიჯერეთ, ამის თაობაზე არაფერი ვიცი. ახლა თბილისში ვარ და ვისვენებ. მივდივარ, სადაც მინდა და როცა მინდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

რაც შეეხება ჩემს მომავალ სამუშაოს, არის ორი გუნდი, სადაც ამ წუთშიც შემიძლია წავიდე, მაგრამ არ ვჩქარობ. მათ ვერ დავასახელებ. თვითონ ამ კლუბების ხელმძღვანელებმა არ გაახმაურეს ჩემი ამბავი და ჩემგან უხერხული იქნება", - გვითხრა შოთამ.

მასვე ვკითხეთ
თურქეთში ამას წინათ გამართულ საქველმოქმედო მატჩზეც, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს ფეხბურთისა და თურქეთის ვარსკვლავები შეხვდნენ.

"ეს იყო მატჩი, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის გაიმართა. მთხოვეს დახმარება ორგანიზებაში და რაც შევძელი, გავაკეთე", - თქვა შოთამ, ვინც იმ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თურქეთში "ტრაბზონსფორს" წვრთნიდა, მისი ასისტენტი კი გიორგი დევდარიანი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოგონდ ქარტულ პეხბურტს დავი დაანებეტ სჰენ და სჰენმა დზმება და სადაც გინდა იქ ცადიტტტ
kakula
12:49 19-05-2016
0
კოკსია
eqskluzivi
02:51 19-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული