არადა, მართლაც ძნელი ასახსნელია ვაწაძის თავს დატრიალებული ამბები...
როგორც ჩანს, ყველაფრის თავი და თავი აღმოჩნდა "ორჰუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გლენ რიდერსჰოლმის მისვლა. ამის შემდეგ ვაწაძისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. ახალმა მწვრთნელმა "თავისი" ფორვარდი მოიყვანა და ქართველს საერთოდ აღარ მისცა თავის გამოჩენის შანსი.
ბოლოს ვაწაძეს რომ ვესაუბრეთ, სიტუაციის შეცვლის იმედი ჰქონდა, თუმცა აქედან ჯერ არაფერი გამოდის.
ბოლო დროს ქართულ საფეხბურთო კულუარებში
თავის მხრივ, "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის და რა გასაკვირია, რომ შემადგენლობის გაძლიერება სურდეს.
"გულწრფელად გეტყვით, თბილისის "დინამოს" ინტერესის შესახებ პირველად თქვენგან გავიგე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დღესაც გაურკვევლობაში ვარ. გუნდიდან წასვლა მინდა, მაგრამ ამავე დროს "ორჰუსთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. მოკლედ, არ ვიცი, რა და როგორ იქნება", - გვითხრა ვაწაძემ.
"ორჰუსისა" და "დინამოს" გარდა, მას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და გორის "დილაშიც" უთამაშია. დანიაში 2012 წლიდანაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაწაძემ 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ფაქტია, საქართველოს ნაკრების ინტერესებშიცაა, რომ მან სწრაფად იპოვოს ისეთი კლუბი, სადაც სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"