რომან ჭანტურიას მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და იტალიური "ემპოლის" ფორვარდ რომან ჭანტურიას გუშინ მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ფეხბურთელმა გვითხრა, მუხლის დაზიანება მან ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თამაშს, ამ ყველაფერს კი, შესაძლოა, მენისკის და ჯვარედინის გაწყვეტა გამოეწვია.

ქართველ ფორვარდს დროული ოპერაცია ჩაუტარდა და მას ერთი თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭანტურია 3 ივნისს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შვედეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული