კახა მახარაძე უზბეკეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
უზბეკეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ტაშკენტის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კახა მახარაძე მოხვდა.

ამ ტურში "ლოკომოტივმა" დერბიში მახარაძის ყოფილი გუნდი "ფახთაქორი" 1:0 დაამარცხა, ჩვენებურმა კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და უზბეკური მედიის ცნობით, მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა.

"ლოკომოტივი" 25 ქულით პირველ ადგილზეა და მორიგ ტურში "კოკანდს" ესტუმრება.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული