საბა კვირკველია ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
რუსულმა kulichki.net-მა რუსეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ყაზანის "რუბინის" ქართველი მცველი საბა კვირკველია მოხვდა.

30-ე ტურში კვირკველიას "რუბინი" "ცსკას" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 0 -1. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, "ცსკა" კი ამ გამარჯვებით ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

"ყაზანელთა მთავარ მწვრთნელს ბოლო ტურებში, მეტწილად, შემტევი ფეხბურთელები გამოჰყავს მოედანზე, რაც გუნდს დიდ პრობლემებს უქმნის მეტოქეთა შეტევის დროს. ცსკა-სთან შეხვედრაში, სადაც მეტოქეს გამარჯვება ჩემპიონობისთვის სჭირდებოდა და მზად იყო მთელი მატჩი შეეტია, ეს უფრო გამოჩნდა. ცსკა-მ მთელი მატჩი
შეტევაში გაატარა, რომელთა შეჩერებას 4-5 ყაზანელი ცდილობდა.

ბერგსტრემს და კვირკველიას დიდი სამუშაოს გაწევა მოუწიათ. განსაკუთრებით, ხშირ შემთხვევაში მეტოქეებთან გამკლავება მარტოს ქართველს უწევდა. ართმევების რაოდენობა კი კვერკველიას ანგარიშზე მართლაც საუცხოო იყო", - წერს საიტი საბაზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი კაცი ხარ საბა, მიაწექი ბოლომდე, არ დანებდე!
giorgi
20:27 22-05-2016
0
ყოჩაღ საბა, კარგი ბიჩი ხარ, არ დანებდე იცოდე, ბოლომდე მიაწექი!
giorgi
20:25 22-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული