შესაძლოა, საბა კვირკველია მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდეს

AutoSharing Option
ფოტოზე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე თანაგუნდელები გახდნენ
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკში" აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მოსკოვურ გუნდს ყურბან ბერდიევი ჩაიბარებს, რომელმაც ახლახან "როსტოვი" რუსეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

bobsoccer.ru-ს ინფორმაციით, თუკი ბერდიევი "როსტოვს" დატოვებს და "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, ის გუნდში სხვებთან ერთად, 24 წლის ქართველ მცველსაც მიიწვევს. ცნობისთვის, 63 წლის სპეციალისტი საბას საკმაოდ კარგად იცნობს "რუბინიდან", სადაც 2014 წლამდე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას საქართველოს
ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იცავს, გუნდს კი, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს, დმიტრი ალენიჩევი წვრთნის.

ამასობაში, გამოცემა footballtop.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში საბა კვირკველიასაც მიუჩინა ადგილი.

"ხმა დაირხა, რომლის თანახმად, თუკი ყურბან ბერდიევი "სპარტაკს" ჩაიბარებს, ის, პირველ რიგში, "რუბინიდან" სოლომონ კვირკველიას შეიძენს, რაც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. ქართველი მცველი მართლა ტალანტია. 30-ე ტურში, დაცვითი ფუნქციების შემსრულებელ მოთამაშეთა შორის, ის საუკეთესო იყო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით. ვგულისხმობთ სუფთად ართმევებს, ჩაჭრებსა და მოგებულ საჰაერო ორთაბრძოლებს. და მისი ბრალი სულაც არაა, რომ დენის ტკაჩუკმა ალან ძაგოევისთვის გოლით დასაჩუქრება მოინდომა...", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
საბა წადი ევროპაში ოღონდ რუსეთიდან წადიიიიი ან გერმანიაში ან საფრანგეთში ან იტალიაში ოღონდ წადიიიი
svani
23 მაისი 2016 18:16
0
როგორი კარგი პირობებიც არ უნდა შეთავაზონ ,როგორც ფეხბურთელი ვეღარ განვითარდება.დამისახელეთ ერთი ქართველი ფეხბურთელი,რომელმაც წინსვლა რუსეთიდან განაგრძო.ამ ბიჭს დიდი პოტენციალი აქვს.ასეთი ნიჭიერი მცველი საშა ჩივაძის მერე საქართველოს არ ჰყოლია.
ლერი
23 მაისი 2016 18:02
0
სპარტაკი ახალს არაფერს შესძენს და რუბინიდან ევროპის ტოპ–5 ჩემპიონატში!
ზაზა
23 მაისი 2016 17:31
0
საბა–მხოლოდ ევროპაში რუბინიდან!შეგიძლია!
ზაზა
23 მაისი 2016 17:28
0
სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება იქ უნდა გადავიდეს...
Shotiko
23 მაისი 2016 17:07
0
levan-ს. რა პერსპექტივაზე საუბრობ ჯიგარ? საბა პერსპექტიული კი არა, ჩამოყალიბებული ძლიერი მცველია და შესაბამისად უფრო ძლიერ გუნდში შეიძლება გადავიდეს. ეს შეიძლება სპარტაკი იყოს ან სხვა რუსული თუ ევროპული კლუბი. ისე იძახი ევროპაში რატომ არ გადადისო, თითქოს ევროპული გრანდების რიგი უდგას და მან სპარტაკი აირჩია. თუ გამოჩნდა უკეტესი ევროპული ვარიანტი, გადავა აბარა....
geno
23 მაისი 2016 16:48
0
არსენალს აქვს ხშირად უკანა მცველის პრობლემა, ხოდა იყიდონ საბა. ახალგაზრდაა.
giorgi
23 მაისი 2016 16:37
0
Gio-ს
მიაყოლა უკვე, თურქეთში გაუშვა...
Walkabout
23 მაისი 2016 16:28
0
გადავიდეს, 24 წლის არი, მთავარია სტაბილურად ითამაშოს და უფრო გაიზრდება, სპარტაკში გრანდები უფრო შეამჩნევენ.სპარტაკში იყო როხო 2-3 წლის წინ და დღეს იუნაიტედშია. ან ნემანია ვიდიჩი ან კიმ კალსტრომი აიღე არსენალშია.
ფეხბურთი
23 მაისი 2016 16:08
0
ისე ამბობ ევროპაში წავიდეს ჰაჰაა მინიმუმ ცსკაში გადავიდესო თითქოს კალთებს ახევდნენ ეს გუნდები! ვისაც სჭირდება და უკეთესს პირობებს შესთავაზებს იქ გადავა! რეალი ბარსა თუნდაც ლივერპული ან დორტმუნდის დონის გუნდები რომ ეპატიჟებოდნენ დაუფიქრებლად წავიდოდა მაგრამ რეალობა დღეს სხვაა... სხვათაშორის ევროპაში სპარტაკის(ცსკა ზენიტის) თამაშებს აკვირდებიან და თუ გადავა და თავს გამოიჩენს სპარტაკიდანაც შეუძლია ევროპის რომელიმე კარგ კლუბში მოხვდეს! წარმატებები საბას!!!
giorgis
23 მაისი 2016 16:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული