გიორგი ლორია: საწყენი ისაა, რომ ეს მიკროტრავმა სანაკრებო თამაშებს დაემთხვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციან შემადგენლობაში არ დაასახელა სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია. ვაისმა მიზეზიც თქვა - ლორიას მიკროტრავმა აქვსო.

20 მაისს, ქართველი მეკარის გუნდი შინ "ზენიტთან" 0:2 დამარცხდა. ლორიამ ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ, როგორც გაირკვა, მცირე ტრავმა მიიღო.

ნაკრების მეკარეს "ლელომ" კომენტარი სთხოვა.

"დიახ, მცირე ტრავმა მივიღე, მაგრამ სერიოზული არაფერია და მოედანს მალე დავუბრუნდები. საწყენი ისაა, რომ ეს მიკროტრავმა სანაკრებო თამაშებს დაემთხვა და შეკრებასა და თამაშებზე ვერ გავემგზავრები", - ამბობს ლორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული