20 მაისს, ქართველი მეკარის გუნდი შინ "ზენიტთან" 0:2 დამარცხდა. ლორიამ ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ, როგორც გაირკვა, მცირე ტრავმა მიიღო.
ნაკრების მეკარეს "ლელომ" კომენტარი სთხოვა.
"დიახ, მცირე ტრავმა მივიღე, მაგრამ სერიოზული არაფერია და მოედანს მალე დავუბრუნდები. საწყენი ისაა, რომ ეს მიკროტრავმა სანაკრებო თამაშებს დაემთხვა და შეკრებასა და თამაშებზე ვერ გავემგზავრები", - ამბობს ლორია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური