შოთა არველაძეს თელ ავივის "მაკაბი" წელიწადში 1,5 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
თურქული Mynet Haber წერს, რომ "ტრაბზონის" ყოფილი თავკაცი შოთა არველაძე, სავარაუდოდ, თელ ავივის "მაკაბის" ჩაუდგება სათავეში.

თურქული წყარო ადასტურებს, რომ შოთას შეთავაზება ორი ქვეყნიდან აქვს - აზერბაიჯანული "ნეფთჩიდან" და ებრაული "მაკაბიდან". შეგახსენებთ, რომ შოთა უკვე იყო ჩასული აზერბაიჯანელთა მიწვევით. ის 17-წლამდელთა ევროპის პირველობის ფინალს დაესწრო. თუმცა "ნეფთჩიმ" უარყო, რომ უცხოელ მწვრთნელთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

"მაკაბის" ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში, დიდი ალბათობით, კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს. ხოლო არველაძეს კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის დირექტორ იორდი კრუიფთან.

წყაროს ცნობით, "მაკაბი" შოთას ერთწლიან კონტრაქტს, ხელფასად კი
1,5 მილიონ ევროს სთავაზობს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველგან უყვართ, წარმატებები ყველგან
eeeeehhhhh
12:09 26-05-2016
0
შოთი მაგარი ადამიანია და წარმატებები მას! რამდენჯერ გავუხარებივარ პირადად მე აიაქსში და რეინჯერსში გოლები რომ გაჰქონდა არაფერს ვამბობ ალკმაარზე სადაც საუცხოო სეზონი ჰქონდა ... შოთის ნაირი გამტანი კიდევ ბევრიხანი არგვეყოლება სამწუხაროდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული