ლევან მჭედლიძეს და რომან ჭანტურიას მწვრთნელი შეეცვალათ

AutoSharing Option
იტალიურ "ემპოლიში", სადაც ორი ქართველი ფორვარდი თამაშობს - ლევან მჭედლიძე და რომან ჭანტურია - სამწვრთნელო ცვლილებაა: მარკო ჯამპაოლო გუნდიდან წავიდა და მის ნაცვლად ჯოვანი მარტუსკელო ინიშნება.

ეს მედიას თავად მარტუსკელომ განუცხადა. მარტუსკელომ კარიერის დიდი ნაწილი "ემპოლიში" გაატარა და სამწვრთნელო მოღვაწეობაც ამ კლუბში დაიწყო.

რაც შეეხება ჯამპაოლოს, იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, მას წინადადება "მილანიდან" აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული