"სპორტ ექსპრესი": ბერდიევმა "სპარტაკში" შესაძლოა საბა კვირკველიაც წაიყვანოს

AutoSharing Option
რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ მოსკოვის "სპარტაკში" მთავარ მწვრთნელად ყურბან ბერდიევის დანიშვნის შესაძლებლობას. გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" კი იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც ბერდიევმა "სპარტაკში" შეიძლება თან იახლოს, ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველიაც დაასახელა.

შესაძლოა, საბა კვირკველია მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდეს

შეგახსენებთ, რომ 63 წლის სპეციალისტი, რომელმაც ახლახან "როსტოვი" რუსეთის ვიცე-ჩემპიონი გახადა, საბას საკმაოდ კარგად იცნობს "რუბინიდან", სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. რაც შეეხება "სპარტაკს", ჯანო ანანიძის გუნდმა სეზონი დმიტრი ალენიჩევის ხელში დაასრულა და ევროპალიგაზე ითამაშებს.

"კვირკველია "რუბინის" ძირითადში ჯერ კიდევ ბერდიევის დროს გამოჩნდა, ბელიალედტინოვის
ხელში კი სრულებით გაიხსნა.

პირველ წლებში ის სწრაფად პროგრესირებდა, დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად და იყო წამყვანი რუსული კლუბების ინტერესთა სფეროში, მაგრამ ყაზანელთა ამჟამინდელ გუნდში ქართველმა მცველმა განვითარება, თითქოსდა, შეანელა.

თუმცა, გარკვეული დონე კვირკველიას მაინც უჭირავს - ის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა საჯარიმოდან ბურთის გამოტანის მაჩვენებლით (6,8 თამაშში), მე-17 ადგილზეა ჩაჭრებით (3,5) და ლიდერთა შორისაა დარტყმების ბლოკირებით.

მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყვი, რომ ნაკლებად პერსპექტიულია იგივე კუტეპოვი, რომელიც კვირკველიაზე ცოტათი პატარაა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ლეგიონერებზე ლიმიტის ფაქტორიც", - წერს "სპორტ ექსპრესი".
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხალხო გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ 25-თი წელია უკვე,რომელმა ქართველმა გაიხარა რუსეთში და თუნდაც უკრაინაში,ვერცერთმა ხო,აქედან დასკვნა:ევროპაში წადი ბიძია,ევროპაში,თუნდაც ჯერ მეორე ხარისხოვან ჩემპიონატში და მერე თუ მართლა ნიჭი გაქვს შეგამჩნევენ გრანდები და გადახვალ სანუკვარ გუნდში,არ დაუჯერო არავის,წადი გაეცალე რუსეთს,თორემ ცოტა ხანში დინამოში ან დილაში დაბრუნდები,ან რუსეთის მეორე ლიგაში მოგიწევს თამაში,მაგალითები ბევრია;რევიშვილი,სირაძე,ნავალოვსკი,მარცვალაძე და სახვები.
roma
12:29 26-05-2016
0
ამოლპები სპრარტაკში რას ნიშნავს? მშვენიერი ჩემპიონატია და კლუბიც სისტემატიურად ითამაშებს ევროთასებზე...

რუსეთს რო დმპალ ქვეყანას ვეძახით ქართველები ამის მიზეზიც გვაქვს მაგრამ ჩემპიონატს ჩვენი დასაწუნი მართლა არაფერი აქვს...

patriot-s
10:04 26-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული