გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგიდან გავარდნიდან ერთი დღის შემდეგ "დუისბურგმა" 6 ფეხბურთელი გაათავისუფლა. ამ ექვსეულშია გიორგი ჭანტურიაც, რომელიც ბოლოს გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.

საქმე იმაშია, რომ გერმანიის III ლიგაში არაევროკავშირელის თამაში აკრძალულია. ამიტომაც ამ ექვსეულს III ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ყველა მათგანმა ავტომატურად მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი.

არაევროკავშირელს მესამე ლიგაში სათამაშოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება გერმანიაში ცხოვრებასა და მუშაობაზე. ასეთი ნებართვა, ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაში საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას მომავალს "ნიურნბერგს" უკავშირებენ, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი დათმო და გაისადაც II
ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამისგან არ გამოვა არაფერი :D ასეთი ნიჭის პატრონი ასე ანიავებდეს ყველაფერს არსად მინახავს !
0
ika
25 მაისი 2016 20:43
ამისგან არ გამოვა არაფერი :D ასეთი ნიჭის პატრონი ასე ანიავებდეს ყველაფერს არსად მინახავს !
ახლა მაინც რას ერჩი ჭანტურიას მარტო იბრძოდა დუისბურგის გადარჩენისთვის
აგუერო10
22:01 25-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული