გიორგი ჭანტურია "დუისბურგიდან" წამოვიდა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგიდან გავარდნიდან ერთი დღის შემდეგ "დუისბურგმა" 6 ფეხბურთელი გაათავისუფლა. ამ ექვსეულშია გიორგი ჭანტურიაც, რომელიც ბოლოს გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა.

საქმე იმაშია, რომ გერმანიის III ლიგაში არაევროკავშირელის თამაში აკრძალულია. ამიტომაც ამ ექვსეულს III ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ყველა მათგანმა ავტომატურად მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი.

არაევროკავშირელს მესამე ლიგაში სათამაშოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება გერმანიაში ცხოვრებასა და მუშაობაზე. ასეთი ნებართვა, ბუნდესლიგასა და მეორე ბუნდესლიგაში საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას მომავალს "ნიურნბერგს" უკავშირებენ, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი დათმო და გაისადაც II
ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევან– მადლობა ახსნისთვის, გასაგებია.. ეგ აღარ გამახსენდა
ლადო
27 მაისი 2016 14:17
0
პაპუნაშვილის შემთხვევაში გერმანიის საფეხბურთო კავშირის და გერმანიის საფეხბურთო ლიგის რეგულაცია ითვალისწინებდა მისთვის მე-3 ლიგაში თამაშის უფლებას, ვინაიდან - პაპუნაშვილს კონტრაქტი ჰოქნდა გაფორმებული ეროვნული (ბუნდესლიგის) ლიცენზიის მქონე ბრემენის ვერდერთან. გამომდინარე აქედან მას შეეძლო მე-2 გუნდში თამაში. მე-3 ლიგაში სულ ესეთი 3 კლუბი იყო: ვერდერი, მაინცი და შტუტგარტი (რომლის მე-2 გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა და რეგიონალ ლიგაში გავარდა)
ლევან
26 მაისი 2016 04:18
0
პაპუნაშვილი ევროკავშირის ქვეყნიდან იყო?
Lado
26 მაისი 2016 02:18
0
უკეთესი გუნდიუნდა ნახოს, მაგრამ არ არის ადვილი საქმე უკეთეს გუნდში გადასვლა
temo
26 მაისი 2016 00:37
0
ika
25 მაისი 2016 20:43
ამისგან არ გამოვა არაფერი :D ასეთი ნიჭის პატრონი ასე ანიავებდეს ყველაფერს არსად მინახავს !
ახლა მაინც რას ერჩი ჭანტურიას მარტო იბრძოდა დუისბურგის გადარჩენისთვის
აგუერო10
25 მაისი 2016 22:01
0
ამისგან არ გამოვა არაფერი :D ასეთი ნიჭის პატრონი ასე ანიავებდეს ყველაფერს არსად მინახავს !
ika
25 მაისი 2016 20:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული