გიორგი არაბიძე: ლუჩესკუს "ზენიტში" მივყავარ? ჭორია და მეტი არაფერი

AutoSharing Option
ცნობილია, რომ მირჩა ლუჩესკუმ "შახტარში" 12-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და მუშაობას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს. 70 წლის რუმინელმა სპეციალისტმა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ლუჩესკუ, რომელმაც 2000 წელს "გალათასარაის" ევროპის სუპერთასზე გაამარჯვებინა, 2009-ში კი "შახტარს" უეფას თასი მოაგებინა, დონეცკურ კლუბში გიორგი არაბიძის გადაყვანის ინიციატორი გახლდათ.

წლეულს, იანვარში, ლუჩესკუმ 18 წლის ქართველი ტალანტი ამერიკულ შეკრებაზე წაიყვანა, მთავარ გუნდშიც ხშირად ავარჯიშებდა, მერე უკრაინის თასზე და უმაღლეს ლიგაშიც ათამაშა.

"ზენიტში" ლუჩესკუს გადასვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, რუმინელმა არაბიძე რუსულ კლუბში
წაიყვანოს.

"ლუჩესკუს წასვლა "შახტარის" ჩემდამი დამოკიდებულებას არ ცვლის. ჩვენ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ველოდებით.

ჩემდამი ლუჩესკუს დამოკიდებულებაც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ "ზენიტში" შესაძლო გადასვლაზე კი პირდაპირ გეტყვით - ეს ჭორია და მეტი არაფერი. მე "შახტართან" კონტრაქტი მაკავშირებს და მომავალ სეზონსაც ამ კლუბში დავიწყებ", - გვითხრა არაბიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ რაოცით ფეხბურთი რა ბოღმიანი ხალხიხართ პოროვნებას რო ეხებით და ავარდნილიაქოი სე იძახით შეხება გქონდეთ გიოსთან ვითომ დაა არიცით და ნუ ათლიკინეთ ენასს პირიქით შტიმული რომკცეთ რადღეშOხართ ტქვრ ბოღმიანებო ვაფშე არუნდაითამაშოს აქმ არა მერე იმასაც იტყვიტ არუნდოდა ქართველობაო წარმათებას რლკოახწევს ხოგენდომებთ უგირსო ხალხიხარ დაუნახავი და შურიანი
beqa wilosani
13:52 27-05-2016
0
ზაზას ვეთანხმები. ძალიან ავარდნილი აქვს თავში და სამწუხაროა, რომ უკვე პირობნულ თვისებებშიც გადასდის. ეს ჟურნალისტების დამსახურებაცაა- ქართველი ტალანტი, კარგით რააა, ერთი უდისციპლინო და კარგად უზრდელი ტიპია. ნუ აფუჭებთ ამ ბავშვებს, ისედაც გენეტიკურად აქვს ქართველ კაცს უცებ თავში ავარდნის ნიჭი!
gulshematkivari
22:53 26-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული