ლუჩესკუ, რომელმაც 2000 წელს "გალათასარაის" ევროპის სუპერთასზე გაამარჯვებინა, 2009-ში კი "შახტარს" უეფას თასი მოაგებინა, დონეცკურ კლუბში გიორგი არაბიძის გადაყვანის ინიციატორი გახლდათ.
წლეულს, იანვარში, ლუჩესკუმ 18 წლის ქართველი ტალანტი ამერიკულ შეკრებაზე წაიყვანა, მთავარ გუნდშიც ხშირად ავარჯიშებდა, მერე უკრაინის თასზე და უმაღლეს ლიგაშიც ათამაშა.
"ზენიტში" ლუჩესკუს გადასვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, რუმინელმა არაბიძე რუსულ კლუბში
"ლუჩესკუს წასვლა "შახტარის" ჩემდამი დამოკიდებულებას არ ცვლის. ჩვენ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ველოდებით.
ჩემდამი ლუჩესკუს დამოკიდებულებაც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ "ზენიტში" შესაძლო გადასვლაზე კი პირდაპირ გეტყვით - ეს ჭორია და მეტი არაფერი. მე "შახტართან" კონტრაქტი მაკავშირებს და მომავალ სეზონსაც ამ კლუბში დავიწყებ", - გვითხრა არაბიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"