გიორგი არაბიძე: ლუჩესკუს "ზენიტში" მივყავარ? ჭორია და მეტი არაფერი

AutoSharing Option
ცნობილია, რომ მირჩა ლუჩესკუმ "შახტარში" 12-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა და მუშაობას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარ მწვრთნელად გააგრძელებს. 70 წლის რუმინელმა სპეციალისტმა ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ლუჩესკუ, რომელმაც 2000 წელს "გალათასარაის" ევროპის სუპერთასზე გაამარჯვებინა, 2009-ში კი "შახტარს" უეფას თასი მოაგებინა, დონეცკურ კლუბში გიორგი არაბიძის გადაყვანის ინიციატორი გახლდათ.

წლეულს, იანვარში, ლუჩესკუმ 18 წლის ქართველი ტალანტი ამერიკულ შეკრებაზე წაიყვანა, მთავარ გუნდშიც ხშირად ავარჯიშებდა, მერე უკრაინის თასზე და უმაღლეს ლიგაშიც ათამაშა.

"ზენიტში" ლუჩესკუს გადასვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა, რუმინელმა არაბიძე რუსულ კლუბში
წაიყვანოს.

"ლუჩესკუს წასვლა "შახტარის" ჩემდამი დამოკიდებულებას არ ცვლის. ჩვენ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ველოდებით.

ჩემდამი ლუჩესკუს დამოკიდებულებაც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ "ზენიტში" შესაძლო გადასვლაზე კი პირდაპირ გეტყვით - ეს ჭორია და მეტი არაფერი. მე "შახტართან" კონტრაქტი მაკავშირებს და მომავალ სეზონსაც ამ კლუბში დავიწყებ", - გვითხრა არაბიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ რაოცით ფეხბურთი რა ბოღმიანი ხალხიხართ პოროვნებას რო ეხებით და ავარდნილიაქოი სე იძახით შეხება გქონდეთ გიოსთან ვითომ დაა არიცით და ნუ ათლიკინეთ ენასს პირიქით შტიმული რომკცეთ რადღეშOხართ ტქვრ ბოღმიანებო ვაფშე არუნდაითამაშოს აქმ არა მერე იმასაც იტყვიტ არუნდოდა ქართველობაო წარმათებას რლკოახწევს ხოგენდომებთ უგირსო ხალხიხარ დაუნახავი და შურიანი
beqa wilosani
27 მაისი 2016 13:52
0
ზაზას ვეთანხმები. ძალიან ავარდნილი აქვს თავში და სამწუხაროა, რომ უკვე პირობნულ თვისებებშიც გადასდის. ეს ჟურნალისტების დამსახურებაცაა- ქართველი ტალანტი, კარგით რააა, ერთი უდისციპლინო და კარგად უზრდელი ტიპია. ნუ აფუჭებთ ამ ბავშვებს, ისედაც გენეტიკურად აქვს ქართველ კაცს უცებ თავში ავარდნის ნიჭი!
gulshematkivari
26 მაისი 2016 22:53
0
დაანებეთ ამ ბავშვს თავი ლუჩესკუ "ზენიტმა" შედეგის დასადებად წაიყვანა და არა საბავშვო ბაღის დირექტორად. ასეთი დაუდასტურებელი ჭორები კი უარყოფითად მოქმედებს ასეთ პატარა ბიჭებზე. თუ მართლა ტალანტია ლუჩესკუს გარეშეც შეძლებს დამკვიდრებას დიდ ფეხბურთში.
........
26 მაისი 2016 16:47
0
Lucheskum ara da terimam moagebia galas evropa.kidev 70 arari da fantaziebit nu cert
Batumeli
26 მაისი 2016 16:18
0
ზირიასთან ჩემპიონატის ბოლო ტურში მოულოდნელად დააყენა ლუჩესკუმ რამდენიმე ახალგაზრდა მათ შორის არაბიძე შემადგენლობაში და ის არ აღმოჩნდა ფორმაში!...

არადა, სწორედ იმ თამაშში მართებდა 110%-ანი მობილიზება, ჟინი და მონდომება!!!

ლუჩესკუმ მატჩის შემდეგ თქვა: -"დიდი პრეტენზიები მათ მიმართ არ მაქვს, საკუთარი თავის წარმოსაჩენად კიდევ დრო დასჭირდებათ", რაც გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ნიშნავს - არც ველოდი თქვენგან სასწაულებს, კაი ხანი ვერ მოხვდებით ძირითად გუნდშიო.

ადამიანს მით უფრო საჯარო ფიგურას, თუნდაც დამწყებ საჯარო ფიგურას ეტყობა კოჭებში რა არის და რისი გამკეთებელია.

როგორც გიო ქინქლაძეს ეტყობოდა რომ მიუხედავად უსაზღვრო ნიჭისა, არ იყო მშრომელი კაცი და შესაბამისად დიდ ფეხბურთსაც ვერ ითამაშებდა.

ამას ეტყობა როგორ აქვს თავში ავარდნილი. ჟურნალისტები რომ წერენ ფბ-ზე არ პასუხობს უკვე და თავი სუპერ ვარსკვლავი ჰგონია.

აი აბურჯანია, კანკავა, საბა კვირკველია, ლორია, კობახიძე, ძალიან თავმდაბალი ბიჭები არიან და სულ შრომობენ.

ეს, ჭანტურია, ანანიძე (ვითომ ტრავმა რო არქვს), ოქრი, ყენია.... ყველამ ვიცით რაც...

zaza
26 მაისი 2016 16:17
0
ზენიტი არადა კიდე ჭარხალი ცოტახანში ვნახავთ ზორიაში ან სადმე ურალში კამაზში და ეგეთ გუნდებში გმერთმა არქნას ეგრე მოხდეს მარა ქართულ ტრადიციას ხუარ უღალატებს.
patrioti
26 მაისი 2016 15:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული