ლუკა ზარანდია "გენკს" დაშორდა და ევროპულ და ამერიკულ კლუბებს ელაპარაკება

AutoSharing Option
2014 წელს ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივიდან" ბელგიურ "გენკში" გადავიდა. 20 წლის თავდამსხმელი, რომელსაც ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მთავარ გუნდში ვარჯიშობდა, საკონტროლო შეხვედრებსაც ატარებდა და ძირითად შემადგენლობაში დაწინაურებას იმედოვნებდა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი ერთხელ არ მისცემია.

საბოლოოდ, ზარანდიამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ეს მისმა მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ გვითხრა.

"ლუკას შესახებ ბელგიურ კლუბს დაველაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ორივესთვის აჯობებდა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაგვეწყვიტა. ასეც მოხდა და ახლა მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს", - ამბობს კაჭახიძე და იქვე დასძენს, რომ ერთ-ერთი
დაინტერესებული კლუბი ამერიკულია:

"უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, სად გააგრძელებს ლუკა კარიერას. კლუბებს ვერ დავაკონკრეტებ. ზოგადად კი ვიტყვი, რომ ჩემი კლიენტის აყვანა რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, ერთი კი არაევროპულია - ამერიკის მეიჯორლიგიდან (MLS).

მაგრამ, თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზარანდია ისევ ევროპაში ითამაშებს. რაც მთავარია, ლუკა ძირითად გუნდში იქნება და არა - დუბლშემადგენლობაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული