ახალი კონტრაქტის ვადები არ გაცხადებულა, თუმცა სხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ახალი ხელშეკრულება ერთწლიანია და მას ვადა 2017 წლის ზაფხულში გაუვა. სეზონში, ყველა ოფიციალურ მატჩში ხოჭოლავამ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.
"ჩერნომორეცის" მეორე ქართველი მცველი გიორგი გადრანი კვლავ ტრავმირებულია.