ახალი სეზონიდან "შახტარის" ქართველ ლეგიონერ გიორგი არაბიძეს პორტუგალიელი პაულო ფონსეკა გაწვრთნის. მოზამბიკში დაბადებული პორტუგალიელი ბოლოს "ბრაგას" წვრთნიდა.
წარდგენა 1-ელ ივნისს კიევის სასტუმრო "ოპერაში" გაიმართა.
"შახტარის" დღევანდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და იმედია, არავინ დაგვტოვებს", - განაცხადა ფონსეკამ.