ქეცბაიამ ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ბოლო გუნდი კვიპროსის აპოელ-ი იყო, რომელიც ქართველმა ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დატოვა, ხოლო აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ქეცბაია აეკ-ში 1994-97 წლებში თამაშობდა, სადაც 84 მატჩში 24 გოლი გაიტანა.