ოფიციალურად: თემურ ქეცბაია აეკ-ის მთავარი მწვრთნელია
"თემური ის კაცია, რომელიც აეკ-ში იმ დროს თამაშობდა, როცა ჩვენი გუნდი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა. თემური ის კაცია, რომელსაც არ უყვარს წაგება. მან კარგად იცის აეკ-ის ავანჩავანი და ამ ეტაპზე ეს უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთეთ და თემურს წარმატებას ვუსურვებთ".
"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და მომეცა შესაძლებლობა, დიდი
ჩვენ უნდა ბევრი ვიმუშაოთ, რომ მსოფლიომ ისეთი აეკ-ი ნახოს, როგორსაც ელის. მოთხოვნები მაღალია და გპირდებით, რომ ბევრს ვიშრომებთ. ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ და კარგად ვიცით, რა გვაკლია.
იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამაში. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ თუ მონდომებულნი ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა".
დასასრულ, თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
- არის რამე, რაც გაფერხებდათ, მიგეღოთ აეკ-ის წინადადება?
- არ ვიცი, რა შეემთხვა წინა მწვრთნელს. ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რას მოვიმოქმედებთ ჩვენ დღეიდან. დავესწარი გუნდის ვარჯიშებს და სამუშაო გვაქვს. ჩვენ დიდი გეგმები, მაგრამ ცოტა დრო გვაქვს. პირველი საზრუნავი ევროთასებია. ჩვენ ძალიან ბევრს ვიშრომებთ და მზადებას მალე დავიწყებთ. პირველი ოფიციალური მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.
- ვინ იქნებიან თქვენს სამწვრთნელო გუნდში?
- მე მყავს ჩემი ასისტენტი, რომელთანაც წლებია, ვმუშაობ. დანარჩენებთან კი დავილაპარაკებთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.
- რა ტრანსფერებს განახორციელებთ?
- ამაზე სალაპარაკოდ დრო არ გვაქვს, საქმეზე უნდა გადავიდეთ, ყველა რგოლში გაძლიერება გვესაჭიროება. შევეცდებით მხოლოდ ისეთი ფეხბურთელების მოყვანას, რომლებიც რეალურად შეცვლიან გუნდს. მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომლებიც აქ მყოფებს სჯობნიან.
- რა გეგმები ექნება თქვენ გაწვრთნილ აეკ-ს?
- ახალს არაფერს ვიტყვი - წარმატება და გამარჯვებები გვწყურია, ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო. ძნელი იქნება ამის მიღწევა, განსაკუთრებით, პირველივე წელს. ამ სეზონში გუნდმა თასი მოიგო, ესე იგი, მზად არის სხვა წარმატებებისთვისაც. არის ამის პოტენციალი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.
- როგორი გრძნობაა აეკ-ში დაბრუნება?
- ამ კლუბთან ძალიან ბევრი ლამაზი ეპიზოდი მაკავშირებს. ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, დიდებული ბიჭები გვყავდა, უცხოელებიც და ბერძნებიც. მწვრთნელობა რომ დავიწყე, ყოველთვის მინდოდა აეკ-ის გაწვრთნა. აქაური ყველაფერი ვიცი, ვიცი, რამდენად ერთგულები არიან აეკ-ის ფანები.
- როგორი იქნება ქეცბაიას აეკ-ის ფილოსოფია?
- ახლა მთავარია იმ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც გააძლიერებენ გუნდს. მთავარი ის კი არაა, რა მსურს მე, არამედ რა შეეძლება გუნდს, რომელიც მეყოლება. ყველაფერი კი მხოლოდ შრომით მოვა.