ოფიციალურად: თემურ ქეცბაია აეკ-ის მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია ბერძნული აეკ-ის მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ქეცბაიამ ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ბოლო გუნდი კვიპროსის აპოელ-ი იყო, რომელიც ქართველმა ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დატოვა, ხოლო აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ქეცბაია აეკ-ში 1994-97 წლებში თამაშობდა, სადაც 84 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
თემურ,გისურვებ წარმატებებს,მე მჯერა და მინდა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო.დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია.
ბადრი
13:55 07-06-2016
0
წარმატებები ბატონ თემურს! იმას უმართლებს ვინც ბევრს შრომობს.
ლუკა
01:38 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული