"მორდოვიას" უნაი ემერის ასისტენტი გაწვრთნის - რევიშვილის მომავალი გაურკვეველია

AutoSharing Option
რუსულ "მორდოვიას", რომლის რიგებშიც ქართველი მეკარე ნუკრი რევიშვილი ასპარეზობს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანური "სევილიის" მწვრთნელ-ასისტენტმა დმიტრი ჩერიშევმა.

Stolica-s.su-ს ინფორმაციით, ახალმა მწვრთნელმა, შესაძლოა, გუნდში ახალი მეკარეც მოისურვოს. ამიტომ ამჟამინდელი მეკარეების, ნუკრი რევიშვილისა და ილია ჩებანის ბედი გაურკვეველია და მხოლოდ მას მერე გაირკვევა, რაც ისინი კლუბს დაუბრუნდებიან. ორივე მეკარე თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

აქვე გეტყვით, რომ 2011 წელს ჩერიშევი "ვოლგაში" დაინიშნა და ქართველები გუნდიდან გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული