სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია, რჩება მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა.
ბერძნული წყაროს მტკიცებით, ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით შეთანხმდა. შეგახსენებთ, რომ ლორია "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა, მაგრამ ახლა თავისუფალი აგენტია.
ათენის აეკ-ი კი ახლახან თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. აეკ-ის ოფიციალური საიტის ცნობით, თემურ ქეცბაიამ ერთი ფეხბურთელი უკვე გაუშვა - ვენესუელელ მეკარე ალაინ ბაროხას უთხრეს, რომ საიჯარო ხელშეკრულების დასრულების მერე მის გამოსყიდვას არ აპირებენ.