gazzetta.gr: გიორგი ლორია აეკ-ს შეუთანხმდა

AutoSharing Option
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, ათენის აეკ-ი და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია შეთანხმდნენ და ის თემურ ქეცბაიას პირველი შენაძენი გახდება აეკ-ში.

სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეულია, რჩება მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა.

ბერძნული წყაროს მტკიცებით, ყველაფერი ერთი სატელეფონო ზარით შეთანხმდა. შეგახსენებთ, რომ ლორია "კრილია სოვეტოვში" თამაშობდა, მაგრამ ახლა თავისუფალი აგენტია.

ათენის აეკ-ი კი ახლახან თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. აეკ-ის ოფიციალური საიტის ცნობით, თემურ ქეცბაიამ ერთი ფეხბურთელი უკვე გაუშვა - ვენესუელელ მეკარე ალაინ ბაროხას უთხრეს, რომ საიჯარო ხელშეკრულების დასრულების მერე მის გამოსყიდვას არ აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფაქტიურად ლორიას კონკურენტი ჩამოაშორა :)
Akaki
20:20 09-06-2016
0
მეორე მეკარედ სჭირდებათ, პირველი მეკარე ბარკასი იქნება. ასე წერენ გაზეთებში ბერძნები. ბარკასი პატარა ბიჭია, და სხვათაშორის ძალიან პერსპექტიული, ნაკრებშია მიწვეული. რაც შეეხება ლორიას; ფანკლუბი იყო და არის წინააღმდეგი, პირდაპირ აცხადებენ: საქართველოს ნაკრების მეკარე, "აეკის" შესაფერისი არ არისო. ისე, არც ქეცბაიას უყურებენ კარგი თვალით.
levani kaxeti
10:44 10-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული