"ინტერი" ქართველებისგან იცლება - ლაშა კასრაძე "სიონში" ითამაშებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" "ფეისბუქის" გვერდის ინფორმაციით, მცველმა ლაშა კასრაძემ "სიონთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ექს-ვიტჯორჯიელი მცველი ორი სეზონი აზერბაიჯანულ აზალ-ში თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში ზაურ სვანაძის "ინტერში" ითამაშა.

ბაქოს "ინტერი" ქართველებისგან იცლება - apasport.az-ის ინფორმაციით, გუნდი დატოვა ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა ("გაბალაში" გადავიდა), სამშობლოში ბრუნდება გიორგი ლომაია (სავარაუდოდ, "დინამოში"), ხოლო ზურაბ ხიზანიშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ვეტერანი მცველი ჯერ არ ჩქარობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიაწერეთ ხოლმე რა ბაქოს ინტერი : )))
Inter Club Georgia
20:08 12-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული