გურამ კაშია: სწორად გამიგეთ, შედეგი მსურს!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ ჰოლანდიურ მედიასთან არნემელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ჰენკ ფრეზერზე ისაუბრა.

"ჩემი პირველი რეაქცია დადებითია. შემიძლია ვთქვა, რომ მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას.

ფრეზერს როგორც გამარჯვებულს ვიცნობ და როგორც მწვრთნელს, რომელსაც ნებისმიერ ფასად სურს შედეგის მიღწევა. მეც სწორედ ეს მსურს. მიხარია, რომ გვყავს მწვრთნელი, რომლისთვისაც მთავარი შედეგია.

სწორად გამიგეთ, რამდენიმე წლის მანძილზე სიამოვნებას ვიღებდი ჩვენი თამაშით, მაგრამ ბოლო-ბოლო საქმეს შედეგებამდე მივყავართ და ეს შედეგი მსურს.

წინა სეზონი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ და ბევრი რამ
ვისწავლოთ. არც მე და არც გულშემატკივრებს აღარ გვსურს იმავეს განმეორება. გამარჯვებისთვის ბრძოლა გვინდა! ვფიქრობ, ახალი მწვრთნელი დაგვეხმარება ამაში. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები და იმედს ვიქონიებ, წინ წავალთ", - ციტირებს კაშიას sportnieuws.nl-ი.

"ვიტესის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰენკ ფრეზერი აქამდე ამსტერდამის "აიაქსს", "ტვენტეს" წვრთნიდა, ბოლოს კი სპეციალისტმა "დენ ჰააგი" გაწვრთნა. სწორედ "დენ ჰააგიდან" მივიდა ფრეზერი "ვიტესში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული