ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძის შემობრუნება და ვაკო გვილიას გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" "ორდაბასის" უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.

მართალია, შეწყდა საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის მოგებათა გრძელი სერია, მაგრამ ეს მატჩი მაინც ცხადაძის აქტივში უნდა ჩავწეროთ - მისმა გუნდმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.

"ორდაბასის" რიგებში არ უთამაშია გოგიტა გოგუას.

16 ტურის შემდეგ "ქაირათს" ყაზახეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მესამე ადგილი უკავია, "ორდებასი" კი 24 ქულით მეხუთეა.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატში "მინსკმა" შინ 5:2 მოუგო "სლუცკს". ხუთიდან ერთი გოლი, 53-ე წუთზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ
11-მეტრიანით შეაგდო. ის თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ლიგაში მოზირის "სლავია" შინ 0:1 დამარცხდა "ჟოდინოსთან". წაგებულთა რიგებში ყვითელი ბარათი მიიღო პაპუნა მოსემღვდლიშვილმა, ვინც 74-ე წუთზე შეცვალეს. იაკობ აფხაზავა კი სათადარიგო იყო.

12 ტურის შემდეგ "მინსკს" 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხეა, "სლავია" კი - 18 ქულით მეექვსე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული