"თურქულ კლუბებში გატარებული 5 წლის მერე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე "მაკაბის" მწვრთნელია. მანამდე ის ორი წლის განმავლობაში ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო "ალკმაარში", - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
ხორდი კრუიფი ("მაკაბის" სპორტული დირექტორი): "მოხარულები ვართ, რომ სწორედ იმ მწვრთნელის დანიშვნა მოვახერხეთ, ვინც ჩვენი მთავარი სამიზნე იყო. შოთა ძლიერი პიროვნებაა, მას დიდი საფეხბურთო წარსული უმაგრებს ზურგს და მიგვაჩნია, რომ ის შეძლებს "მაკაბისთან" ერთად მიზნის მიღწევას".
მე ბევრი მსმენია, თუ როგორი ატმოსფეროა სტადიონზე "მაკაბის" თამაშისას. ვიცი "მაკაბის" ისტორია, მისი ამბიციები. აი, ამიტომაც ვარ ბედნიერი და მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა".
ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა, მაგრამ ებრაული მედიის ცნობით, არველაძემ 1+1 წლით გააფორმა კონტრაქტი "მაკაბისთან" და ის სეზონში 800 ათას ევროს მიიღებს.