გუნდს ცოტა ხნის წინ ახალი მთავარი მწვრთნელი, დმიტრი ჩერიშევი დაუნიშნეს, მაგრამ კლუბმა მთავარი ჯერაც ვერ მიიღო - ფინანსური გარანტიები, რომლის მიხედვით, "მორდოვია" რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნებაზე იფიქრებდა.
Sportbox.ru-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში "მორდოვიას" კლუბის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი დატოვებს, გარდა მეკარეებისა - რევიშვილს და ილია ჩებანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ და ისედაც ვალებში ჩავარდნილ გუნდს კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი ნაკლებად თუ ექნება.