"ხიმნასტიკი" გიორგი აბურჯანიას გაშვებას არ აპირებს

AutoSharing Option
ესპანური "ხიმნასტიკის" მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე მორენომ lesportiudecatalunya.cat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის სამომავლო გეგმებსა და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

მწვრთნელის თქმით, რამდენიმე ფეხბურთელს შემოთავაზებები აქვს სხვადასხვა გუნდიდან და მათ, შესაძლოა, კლუბი დატოვონ. ერთ-ერთი ასეთი ნარანხოა, რომლის სანაცვლოდ გუნდი 3 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.

რაც შეეხება გუნდის ქართველ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას, მორენოს თქმით, გიორგის გაშვება კლუბის ინტერესებში არ შედის, ამიტომ ის მომავალ სეზონშიც "ხიმნასტიკის" ღირსებას დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული