ჟურნალისტმა ლონდონის "არსენალის" ექს-ფეხბურთელს, ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელების, ცხადაძისა და არსენ ვენგერის შედარება სთხოვა.
"კახაბერთან დიდი ხანი არაა, რაც ვმუშაობ და ამიტომ, გამიჭირდება დასკვნების გაკეთება. თვალს კი უმალ ის ხვდება, რომ ცხადაძე უფრო ემოციურია, ვიდრე - არსენი".
ალმათის "ქაირათი" ყაზახეთის ჩემპიონატში ამ დროისთვის მესამე ადგილს იკავებს.
"ჟურნალისტმა" ეს ინტერვიუ წაიკითხა
http://www.fckairat.kz/club/news/21982
და სათაურიც თავისი, სანაქებო შემოგვთავაზა. საიდანაც თარგმნა და ამოგლიჯა ფრაზები იქ საერთოდ არ არის ცხდაძეზე საუბარი, ანუ ინტერვიუს მთავარი თემა ცხადაძე არ არის.
ან სათაური???? :)))))) "არშავინმა ცხადაძე ვენგერს შეადარა"... ქუხს პირდაპირ, არადა არშავინს არავინ არავისთვის შეუდარებია, ჟურნალისტმა იქით სთხოვა თუ შეგიძლია მათი შედარებაო (ამ შემთხვევაში რა საერთო აქვთ ერთმანეთთან, ან ვინ როგორიას თემაზე), არშავინმაც უპასუხა ჯერ კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მისგან განსხვავებით კახა უფრო ემოციურიაო.
სათაური კი საერთოდ არის აცდენილი თემას. "არშავინმა ცხადაძე ვენგერს შეადარა" ნიშნავს, რომ ცხადაძე ვენგერს მაგონებს, მისი სტილი აქვსო და ა.შ.
არაფერი ჩვენ არ გვეშველება :)))))