Diaridetarragona: ოთარ კაკაბაძე ზუსტად ისეთია, როგორიც "ხიმნასტიკის" მწვრთნელს მოსწონს

AutoSharing Option
ესპანურმა საიტმა diaridetarragona–მ "ხიმნასტიკის" პოტენციურ ახალგაზრდა ოთარ კაკაბაძეს სტატია მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" აღზრდილი ივლისის შუა რიცხვებში ჩავა ესპანურ კლუბში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3–წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

– ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

"კაკაბაძე გიორგი აბურჯანიას თანაგუნდელი იყო საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებში. ამასწინათ, ის ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ქართველთა განაცხადში იყო, მაგრამ იმ შეხვედრაში მოედანზე არ გამოსულა.

კაკაბაძე ძალიან კარგი თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელია. მას კარგად შეუძლია ბურთის კონტროლი. ის ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორებიც "ხიმნასტიკის" მწვრთნელ ვისენტე მორენოს
მოსწონს.

კაკაბაძე სიმაღლით 1,85 მეტრია, მიმდინარე სეზონში კი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 17 შეხვერდა ჩაატარა. მთლიანობაში, მან მოედანზე 1383 წუთი დაჰყო. ესპანური კლუბის სპორტული მენეჯმენტი ემილიოს ვიკეირას ხელმძღვანელობით, ამ ნიჭიერ ახალგაზრდას ხორდის იდეალურ შემცვლელად განიხილავდა, რომელმაც კლუბი დატოვა და "ეიბარში" გადაბარგდა. ქართველი მცველი კლუბისთვის კარგი შენაძენი იქნება.", – წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული