ოფიციალურად: ოთარ მარცვალაძე ყაზახური "ორდაბასის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
ოთარ მარცვალაძე კარიერას ყაზახურ გუნდ "ორდაბასიში" გააგრძელებს. 31 წლის თავდამსხმელმა, რომელიც ბოლოს გორის "დილას" ღირსებას იცავდა, შიმკენტის კლუბთან კონტრაქტი 22 ივნისს გააფორმა.

ამის შესახებ "ორდაბასის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომელიც ხელშეკრულების დეტალებს არ ასაჯაროებს. თავად ფეხბურთელი გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ საუბარი წელიწადნახევრიან კონტრაქტზე იყო.

მარცვალაძეს სხვადასხვა დროს უკრაინისა და რუსეთის გუნდებში უთამაშია, საქართველოში კი ის, "დილას" გარდა, "ვიტ ჯორჯიისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ორდაბასიში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გოგიტა გოგუა ჩაირიცხა, რომელიც მარცვალაძის თანაგუნდელი იყო
"დილაში".

რაც შეეხება "ორდაბასის", გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა. "ორდაბასი" წელს ევროპალიგაზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, მისი პირველი მეტოქე კი სერბული "ჩუკარიჩკი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ კიდევ კარგად ათამაშდება იქნებ ნაკრებს კიდევ გამოადგეს.წარმატებები და ბევრი გოლები გაეტანოს.
bebeto
16:14 23-06-2016
0
წარმატებები ოთარ, სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
15:38 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული