"იაგელონიამ" ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი მთავარ გუნდში დააწინაურა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის ორი კანდიდატი, მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და მცველი ლუკა ასათიანი, "იაგელონიას" მთავარ გუნდს შეკრებაზე გაჰყვნენ.

ამბიციური პოლონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ორი ახალგაზრდა ქართველისთვის ძალიან კარგი ამბავია. გუგეშაშვილიც და ასათიანიც ჩვენი ფეხბურთის მომავლად მიგვაჩნია.

შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილი "იაგელონიაში" თბილისის "დინამოდან" გადავიდა. რაც შეეხება ასათიანს, ის 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული